პარასკევი, 2025-07-25, 4:55 PM
... მთავარირეგისტრაციაშესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
ნავიგაცია
საიტის მენიუ
ფილმები [430]
თამაშები [32]
მულტფილმები [56]
პროგრამები [15]
სურათები [27]
კლიპები [7]
ლექსები [15]
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 93
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
  
მთავარი » ლექსები
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ - მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 734 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (0)


ჩემი ლექსები
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 673 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (0)

წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 701 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (0)

ლექსი რომელიც მან ინდოეთში ყოფნისას დაწერა...


ლექსი _ შარჟი
კინო - ექსპედიციაზე გოაში

1
გადავიღეთ,გადმოვიღეთ გოა ,
ინდოსტანის სანაპირო როა ...
ვეალერსეთ ოკეანის ტალღებს ...
ვემეგობრეთ ბალახების ამღებს ...
დავდიოდი თავისუფლად ლაღი ,
მოვიარე kanabis -ის ბაღი ...
ჩემზე დაღლილს ვესაუბრე სპილოს ...
დავადგინე , რა ფასი აქვს ტილოს ...
ხალხი იყო , მომღიმარი , შავი .
ძაღლებმაც კი გვიქიცინეს თავი ...
კოღოები ზრდიდნენ სისხლის დოზებს .
გვაძალებდნენ ,,კამასუტრას" პოზებს ...< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 717 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (0)

მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი...

მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 692 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (0)

 მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი 
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 664 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-19 | კომენტარი (1)


აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...


ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...



დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re- ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 685 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)


მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.



თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ
არ ავარდება?
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 685 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)



მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ისე დღ მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 691 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)


1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწ
ყდა კადრი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 747 | დაამატა: rodimus17 | თარიღი: 2010-04-14 | კომენტარი (0)

1 2 »
Block title
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
მინი-ჩეთი
adminis skype : rodimus50Create a free website with uCoz