სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|
|
მთავარი » 2010 » აპრილი » 14

ძვირფასი ჯონი/Dear John
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, საომარი პოსტერები გამოშვება: 05 თებერვალი 2010 რეჟისორი: ლასე ჰალსთრემი სტუდია: რელეტივიტი მედია როლებში: ჰენრი თომას უმ, რიჩარდ ჯენკინსი, დევიდ ენდრიუსი, ჩანინგ ტატუმი ... ბიუჯეტი: $25M
ფილმის მიმოხილვა ორი კვირა, პირველი სიყვარულის ბედნიერებით და აკრძალული ხილის გემოთი აღსავსე გაატარეს უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ, რომელიც სახლში ჩამოვიდა დასვენებებზე. მაგრამ დრო მალე მიდის – ახალგაზრდა საყვარელი იძლებულია ევროპაში დაბრუნდეს სამსახურის გასაგრძელებლად. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ჯონი გადაწყვეტს თავისი სიცოცხლე მიუძღვნას ჯარს, და დაარღვევს პირობას, რომელიც სავანას მისცა, – სახლში დაბრუნდეს და
...
კითხვის გაგრძელება »
|
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
ზღვამ გადაყლაპა მზე, შეიგრძნო მისი ეშხი... როგორც შენ ერთხელ მე, შემომიტყუე შენში...
დაიღალა მთვარე ღამით, დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით, ზღვამ იცვალა ზნე.
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები -sol-fa-mi-re-
...
კითხვის გაგრძელება »
|
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
|
მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ისე დღ მისცა ნეტავ. პირველად რომ დამიკერა ღილი. როცა წავალ,გაიხსენებს მამაა პირველად რომ მნახა უკვე დიდი კარგია რომ არ გამათამამა კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი მთავარია ვიქნებოდით ერთად. მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც თვითონ ვიცი მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც რას იტყვიან
...
კითხვის გაგრძელება »
|
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა. მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული. მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება მარტო მომიწევს ახლა სიარული.
2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია. მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით. ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია. ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.
3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს. ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად. მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.
4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი? მე მეცინება-სხვას როგორ მადრი. სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი.
|
თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს
თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის
ტკივილს...
...
კითხვის გაგრძელება »
|

ძნელია, როცა ტირილი გინდა.
ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
|

არ მიყვარხარო
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო, ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?....
|

სიყვარული სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება. იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანე
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
|
|